,,ქართული ოცნების”
ბორჯომის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს, აღნიშნულ
თანამდებობაზე დიმიტრი ყიფიანმა ზურაბ ხაჩიძე შეცვალა.ყიფიანის
კანდიდატურას 92 დელეგატმა მხარი ერთხმად დაუჭირა. კონფერენციაზე ,,
ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის ორგანიზაციის
ყოფილმა თავმჯდომარემ მოკლედ შეაფასა მუშაობის პერიოდი და
მხარდამჭერებს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. კონფერენციას
პარტიის წევრები, სამცხე–ჯავახეთის რწმუნებული აკაკი მაჭუტაძე და
ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ბერიძე ესწრებოდნენ.
წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი”.