ამ წუთებში ცნობილი
გახდა, რომ ,,ლომსია”აღარ დაიხურება. სასტუმრო მუშაობას მიმდინარე
წლის ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს. როგორც ადმინისტრაციაში
განმარტავენ, სასტუმრო სამ სეზონს დახურავს. ამ დროისათვის ,,მეცხრე
არხისთვის” სხვა დეტალები ცნობილი არ არის. დამატებით ინფორმაციას
მოგვიანებით მოგაწვდით.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, სასტუმრო “ლომსიას” ადმინისტრაციამ
განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასტუმრო სეზონურ
ფაქტებთან დაკავშირებული, კომერციული ხასიათის პრობლემის გამო
იხურება.
“სეზონურ ფაქტებთან დაკავშირებული კომერციული ხასიათის პრობლემის გამო
სასტუმრო “ლომსიას”–ს მმართველობითი გუნდის გადაწყვეტილებით ამა წლის
პირველი მარტიდან სასტუმრო წყვეტს ოპერირებას”–ნათქვამია
განცხადებაში.
ახალციხეში, სასტუმრო „ლომსია” 2012 წლის 9 აგვისტოს გახსნა, რომელიც
63 ნომრიანია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი. „ლომსიას” პროექტზე
გერმანელი არქიტექტორი მანფრედ რონშტედტი და ქართველი არქიტექტორი
თენგიზ კვანტალიანი მუშაობდნენ.
სასტუმროს მშენებლობისათვის ,,ვისოლ ჯგუფმა” რამდენიმე მილიონი ლარის
ინვესტიცია განახორციელა. ერთადგილიანი, ორადგილიანი, ლუქს ოთახებისა
და აპარტამენტების გარდა, “ლომსია” რამდენიმე რესტორანსაც მოიცავს.
სასტუმროს მშენებლობა 2011 წლის მაისში დაიწყო და 2012 წლის აგვისტოში
დასრულდა, სადაც 60-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
,