21 თებერვალს, საბაჟო
გამშვები პუნქტის „ვალეს“ ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა
ირანის მოქალაქე შ. ა., რომელსაც დათვალიერებისას აღმოაჩნდა
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი RAYDOL-200 (ტრამადოლი) –
10 აბი.
ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩნდა ირანის
მოქალაქე მ.ა.-ს, რომელიც 23 თებერვალს თურქეთის მხრიდან შემოვიდა სგპ
„ვალეს“ ტერიტორიაზე. მისი დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა,
პრეპარატი DIPHENOXYLATE – 19 აბი – აღმოაჩინეს.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა
სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.