დღეს, დაახლოებით 19
საათისათვის, ახალციხეში, ბენზინ გასამართ სადგურ ,,ლუკოილში“ მოკლე
ჩართვა მოხდა. შემთხვევას აფეთქება არ გამოუწვევია, ცეცხლმა შენობას
მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურში
ზარი 18 საათსა და 55 წუთზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ
მეხანძრეებს ცეცხლი ლოკალიზებული დახვდათ. სამსახურის უფროსის, პაატა
კბილაშვილის თქმით, მოკლე ჩართვის გამო სადგურზე დაახლოებით 1 კვ.მ
ფართობზე პლასტიკატი დაიწვა.
ინციდენტით დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები. ადგილზე
მობილიზებულია პოლიცია, რომელიც შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს
იძიებს.