შინაგან საქმეთა
სამინისტროს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
ახალქალაქში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან დიდი ოდენობით
საბრძოლო მასალა ამოიღეს: 5 ხელყუმბარა, 3 დეტონატორი, ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა, 5,45 კალიბრის
1500 საბრძლო ვაზნა და 3 მჭიდი, გადასატანი საზენიტო სარაკეტო
კომპლექს „9-კა-34 სტრელა 3“-ის პისტოლეტის 8 სახელური.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის
236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).