სამცხე–ჯავახეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს.
რეგიონის პირველი პირის პოსტი აკაკი მაჭუტაძემ დაიკავა. საქართველოს სხვა გუბერნატორებთან ერთად, იგი დღეს ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთს გუბერნატორი თითქმის ერთი თვეა არ ჰყავს. ყოფილმა გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა ოფიციალურდ პოსტი 15 ნოემბერს დატოვა, მის მოვალეობას კი მოადგილე ჰარუტიუნ ჰოვანესიანი ასრულებდა.
ვინ არის აკაკი მაჭუტაძე იცნობენ თუ არა ახალ გუბერნატორს ახალციხეში, როგორ აფასებენ პოლიტიკური პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეგიონის პირველ პირს.
უყურეთ “მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვებებს 20:00 და 21:30 საათზე.