საპარლამენტო უმცირესობის წევრი კრიმინალის დონის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
ტარიელ ლონდარიძე სოციალური ქსელში უმრავლესობის წევრის ზვიად
კვაჭანტირაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
,,როგორც ვხედავთ, უკვე უმრავლესობის წევრებიც ვეღარ იკავებენ თავს
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენი არაერთი განცხადებისა, რომ
საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე,
ხელისუფლების მხრიდან ვიღებდით საპასუხოდ გაყალბებულ სტატისტიკურ
მონაცემებს, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა საზოგადოების დამშვიდება და
ამით პირიქით ხელს უწყობდა კრიმინალის მატებას. მოვუწოდებთ
ხელისუფლებას, რეალურად ებრძოლოს კრიმინალს” , – განაცხადა ტარიელ
ლონდარიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მაზვიად კვაჭანტირაძემ სოციალური ქსელის მეშევეობით განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური სურათი გამოსწორებულია, თუმცა ოზურგეთში ვითარება ბევრად გაუარესებულია, რაც პრობლემებს ქმნიის.
“ამაზე თვალის დახუჭვას არც მე ვაპირებ და არც არავის ვურჩევ. იმ ფონზე, სადაც ქვეყანაში კრიმინოგენული სურათი საკმაოდ გამოსწორებულია, იკლო დანაშაულების რაოდენობამ და საგრძნობლად იმატა გახსნილი საქმეების რაოდენობამ, კონკრეტულად ოზურგეთში (სხვა მუნიციპალიტეტებს არ ვეხები) კრიმინალური მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია. ზედიზედ ბანკების (თუ მათი სერვის ცენტრების) დაყაჩაღებები უკვე პრობლემას ქმნის, მითუმეტეს, როდესაც ამ საქმეების გახსნაც, რიგორც ჩანს იგვიანებს. ეტყობა, სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად ჩემი და ზოგადად ოზურგეთის საზოგადოების ჩართულობა გარდაუვალია”–ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.
ტარიელ ლონდარიძემ საკუთარ განცხადებაში, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს მოუწოდა,რომ იგივე განცხადება მომავალ სასესიო კვირაში მაღალი ტრიბუნიდანაც გააკეთოს.