2014 წელს გოდერძის უღელტეხილზე გზა გაკეთდება. რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ სააგენტო
“პირWელის” პრესკლუბში სტუმრობისას ზამთრის კურორტებთან
დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. “გარდა
თეთნულდისა, სხვა კურორტებთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო მუშაობს. ერთადერთი, რაც ვიცი და რაზეც
განხილვებში ვმონაწილეობდით, არის ის, რომ გუდაურში დამატებითი
ინფრასტრუქტურა კეთდება იმისათვის, რომ უფრო უკეთესი პირობები იყოს
დამსვენებლებისათვის. ჩვენ მომდევნო წელს გოდერძის უღელტეხილზე
ვაკეთებთ გზას იმისათვის, რომ უკეთესი იყოს იქ გადაადგილება, ისევე
როგორც თეთნულდის სათხილამურო ბაზასთან მისასველი გზა დავიწყეთ წელს
და მომავალ წელს გავაგრძელებთ. თვითონ თეთნულდის სათხილამურო
ბაზისთვის საფრანგეთში შეკვეთილი ტექნოლოგია თითქმის სრულად
ჩამოსულია. რამდენიმე კონტეინერს ნოემბრის ბოლოს ველოდებით. ამის
შემდეგ ტენდერს გამოვაცხადებთ და მომდევნო წლის განმავლობაში იქნება
მონტაჟი მთლიანად ამ სისტემისა, როგორც ეს გრაფიკით გვაქვს
გათვალისწინებული“, – განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ ეს
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათხილამურო სისტემა იქნება არა მხოლოდ
საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში. წყარო: სააგენტო ,,პირველი”
![14](/images/old/2013/11/14.jpg?w=250)
2014 წელს გოდერძის
უღელტეხილზე გზა გაკეთდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა
დავით ნარმანიამ სააგენტო “პირWელის” პრესკლუბში სტუმრობისას ზამთრის
კურორტებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციის შესახებ
ისაუბრა.
“გარდა თეთნულდისა, სხვა კურორტებთან დაკავშირებით,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს. ერთადერთი,
რაც ვიცი და რაზეც განხილვებში ვმონაწილეობდით, არის ის, რომ გუდაურში
დამატებითი ინფრასტრუქტურა კეთდება იმისათვის, რომ უფრო უკეთესი
პირობები იყოს დამსვენებლებისათვის. ჩვენ მომდევნო წელს გოდერძის
უღელტეხილზე ვაკეთებთ გზას იმისათვის, რომ უკეთესი იყოს იქ
გადაადგილება, ისევე როგორც თეთნულდის სათხილამურო ბაზასთან მისასველი
გზა დავიწყეთ წელს და მომავალ წელს გავაგრძელებთ. თვითონ თეთნულდის
სათხილამურო ბაზისთვის საფრანგეთში შეკვეთილი ტექნოლოგია თითქმის
სრულად ჩამოსულია. რამდენიმე კონტეინერს ნოემბრის ბოლოს ველოდებით.
ამის შემდეგ ტენდერს გამოვაცხადებთ და მომდევნო წლის განმავლობაში
იქნება მონტაჟი მთლიანად ამ სისტემისა, როგორც ეს გრაფიკით გვაქვს
გათვალისწინებული“, – განაცხადა ნარმანიამ და დასძინა,
რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათხილამურო სისტემა იქნება არა მხოლოდ
საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში.
წყარო: სააგენტო ,,პირველი”