#37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, აგარის #12–ე უბანზე დაფქსირებული დარღვევები კომისიის თვამჯდომარემ და მისმა 12–მა წევრმა განიხილა. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.
აგარის 12-ე უბანზე, არჩევნების დღეს დარღვევა იყო. #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, პირველ ეტაპზე, უბანზე 792 ამომრჩეველი დაფიქსირდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 836–მა პირმა მიიღო.
გარდა ამისა უბნის დახურვის შემდეგ, კინჭისყრის პროცესზე დასასწრებად, კომისიის წევრებმა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი არ შეუშვეს. სხდომაზე ხმაური სწორედ, ამ ინცინდენტის განხილვას მოყვა.
#37 ახალციხის საარჩევნო ოლქში სხდომა 21:00 საათზე დაიწყო. ადგლზე იმყოფებოდა ,,ექოს” გადამღები ჯგუფიც. რა გადაწყვეტილება გამოიტანა საოლქო კომისიამ და როგორ ჩაიარა სხდომამ დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.