ამ წუთებში, #37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში
სხდომა მიმდინარეობს. აგარის #12–ე უბანზე დაფქსირებულ დარღვევებს
კომისიის თვამჯდომარე და 12 წევრი განიხილავს. სხდომა ხმაურით
მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აგარის 12-ე უბანზე, არჩევნების დღეს დარღვევა იყო. #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, პირველ ეტაპზე, უბანზე 792 ამომრჩეველი დაფიქსირდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 836–მა პირმა მიიღო.
#37 ახალციხის საარჩევნო ოლქში სხდომა 21:00 საათზე დაიწყო. ადგლზე იმყოფება ,,ექოს” გადამღები ჯგუფი. რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საოლქო კომისია, ამას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.