ახალციხის თემის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების ზომა განსაზღვრა. ყველა პოლიტიკური პარტიისთვის აღნიშნული სააგიტაციო მასალა 60 სანტიმეტრი სიგრძისა და 42 სანტიმეტრი სიმაღლის იქნება.
დეპუტატებმა სხდომაზე რეგიონში განსახორციელებელი ფონდის ფარგლებში 2017 წლის პრიორიტეტები და სავარაუდო ჩამონათვალი მოიწონეს.
მათ კენჭი უყარეს კიდევ ერთ საკითხს. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, მრავალბინიანი სახლებისა და ა.შ. ნუმერაციის წესში ცვლილება შევიდა. ამიერიდან ობიექტების ნუმერაცია, რომელსაც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, კანონის შესაბამისად მოხდება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.