სომხური სამოციქულო ეკლესიის მიწვევით კოალიცია ქართული ოცნების
ახალციხის შტაბის წარმომადგენლები გრიგოლ განმანათლებლის სახელობის
ტაძარს ესტუმრნენ. ადგილობრივი შტაბის
ხელმძღვანელმა სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახურებს ის
გეგმები გააცნო, რომლის განხორცილებასაც მართველი ხელისუფლება
სამომავლოდ აპირებს. „ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს
აღმსარებლობასა და ეროვნებას, ყველა ამომრჩველი ყუარდღებას
იმსახურებს”–განმარტა მალხაზ ჟუჟუნაძემ. სომხური სამოციქულო
ეკლესიის შემდეგ კოალიციის წარმომადგენლებმა სოფელ საძელში
გადაინაცვლეს და მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებები
გააცნეს.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ” წინასარჩევნო კამპანიის
ფარგლებში შეხვედრები ორი თვის წინ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც
კოალიციის აქტივისტები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ეწვივნენ.
„ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის წევრები 13 ოქტომბერს
სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის
მიტროპოლიტის რეზიდენციაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მეუფე თეოდორემ
უმასპინძლა.