“დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოსათვის” პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე ახალციხეშია.
ნინო ბურჯანაძე ამ წუთებში თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას ხვდება. რამდენიმე წუთში იგი რეგიონის სხვადსხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ მხარდამჭერს სიტყვითაც მიმართავს.
თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე 700–მდე მხარდამჭერია შეკრებილი.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოსათვის” პრეზიდენტობის კანდიდატი სამცხე–ჯავახეთს უკვე მეორედ სტუმრობს. გასულ კვირას ნინო ბურჯანაძე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობასც შეხვდა.
ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დეტალებზე “ექოს” მთავრ გამოშვებებში 20:00 და 21:30 საათზე გიამბობთ.