ამ წუთებში, პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოსათვის” პრეზიდენტობის კანდიდატი ნინოწმინდას ესტუმრა. ნინო ბურჯანაძე ასპინძის ახალციხისა და ახალქალაქის მოსახლეობას კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდება. იგი ადგილობრივებს საკუთარ საპრეზიდენტო პროგრამას გააცნობს.
ნინოწმინდის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრას ახალქალაქში გააგრძელებს.