საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების
სამხედრო ძალებისა და შენაერთების, ვადიან და საკონტრაქტო
სამსახურების სამხედრო მოსამსახურემ, რომელსაც ხმის მიცემა
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სურს, შესაბამის საუბნო საარჩევნო
კომისიას უნდა მიმართოს. სამხედრო მოსამსახურეებმა ამომრჩეველთა
ერთიან სიაში შეყვანის მოთხოვნით, განცხადება 11 ოქტომბრამდე უნდა
დაწეროს.
12 ოქტომბერს კი საარჩევნო კომისია გამონაკლის შემთხვევაში სპეციალურ
უბანს ქმნის. გამონაკლისს მიეკუთვნებიან: სამხედრო ნაწილი,
საავადმყოფო, სხვა სტაციონარული დაწესება და ა.შ. ახალციხის
მუნიციპალიტეტში წელს ერთი სპეციალური უბანი იქმნება, რომელიც
სასაზღვრო ნაწილში განთავსდება. აღნიშნულ უბანზე ხმას 27 ოქტომბერს
132 ამომრჩეველი მისცემს. წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე
წლის არჩევნებისთვის სპეციალური უბანი არ შეიქმნება ახალციხის
ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში. სამხედრო მოსამსახურეები ხმას
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისცემენ.