„ქართველ მუსლიმთა
კავშირის“ თავმჯდომარე „პირველ რადიოსთან“ საუბრისას
აცხადებს, რომ მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება და
უახლოეს პერიოდში დაიწყება მინარეთის აღდგენაც. ტარიელ ნაკაიძის თქმით
სავარაუდოდ ეს პროცესი მშვიდ ვიტარებაში არ ჩაივლის, რადგან პირველ
შემთხვევაშიც ეს ხელოვნურად იყო პროვოცირებული.
„მიმდინარეობს მუშაობა და უნდა აღსდგეს დღე-დღეზე. ჯერ დასაწყობებულია მაგრამ სამართლებრივი რაღაც- რაღაცეები მოწესრიგდება და მუშაობაც დაიწყება. თუმცა მიუხედავად საჭირო დოკუმენტების მზადებისა მე ვფიქრობ, რომ ის მოვლენები, რაც მოჰყვა მინარეთის აღმართვას განმეორდება იმიტომ, რომ აქ უკანონობასთან არ გვქონდა საქმე. აქ იყო ვალდებულების შესრულება, რომელიც სახელმწიფომ შეასრულა დომინანტი მრევლის მიერ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ის რაც გვეკუთვნის. ეს დოკუმენტაციის მზადება არ ნიშნავს იმას, რომ აქ უკანონოდ მოხდა მშენებლობა. აქ აქცენტი სწორედ ამაზე კეთდებოდა. ამის მშენებლობა მოხდა იმ კანონით, რომლითაც რეგულირდება დანარჩენი 200 -ზე მეტი მეჩეთის საკითხი. მათ მიზეზად ჰქონდათ , რომ ეს უკანონოდ ხდებოდა, ჩვენ ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ ასე არ ყოფილა. სწორედ ეს დოკუმენტაცია მზადდება ახლა“,-განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ „პირველ რადიოსთან“.
წყარო “პირველი რადიო”