ახალციხეში 27
სექტემბერს, 21 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საქველმოქმედო
აქცია–კონცერტი გაიმართება. მესხეთის სახელმწიფო დრამატული
თეატრის შენობაში ღონისძიება 18 საათზე დაიწყება. მამუკა გვირჯიშვილის
დასახმარებლად გამართულ აქციაზე, დედაქალაქიდან ქართული ესტრადის
ცნობილი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები ჩამოვლენ. ბილეთის ფასი 10
ლარია. საქველმოქმედო აქციის საინფორმაციო მხარდამჭერია
ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი”.
მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად, მისმა მეგობრებმა აქცია ახალციხეში 9 სექტემბერსაც გამართეს. 21 წლის ახალგაზრდას ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება სიუჯეტი შეგიძლიათ იხილოთ: