გიორგი
მარგველაშვილმა გამოსვლა დაასრულა. მისი თქმით, 51% მანდატი
საკმარისი არ არის და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა.
“გამარჯვების შემდეგ მე აქ უფრო ხშირად ვიქნები, ვიდრე ახლა და ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი. ხშირად ჩამოვალ და თქვენგან ავიღებ ძალას. მივცეთ ამ ქვეყანას ახალი განვითარების შესაძლებლობა” – განაცხადა კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა.
თავის გამოსვლაში გიორგი მარგველაშვილმა მესხეთზეც ისაუბრა:
“ეს არის არაჩვეულებრივი მხარე. ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი კუთხე. მას გააჩნია ეკონომიკური პოტენციალი”
მან განცხადება ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტზეც გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი მოურავს შეადარა, რომელმაც საქართველო ეკონომიკურად დაჩაგრა, ხალხი დააშანტაჟა და დააპატიმრა, ტერიტორიების ნაწილი კი მეზობლებს მიატაცებინა.
გიორგი მარგველაშვილს ამ წუთებში მხარდამჭერები აცილებენ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ასპინძაში შეხვდება.