რამდენიმე წუთის წინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“მოგახსენებთ რომ,გუშინ ოთხ სექტემბერს მოქალაქე მამუკა ნასიძემ ადგილობრივი პრესის საშუალებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის მისამართით სრულიად აბსურდული განცხადებები გაავრცელა.როგორც შპს “ლაბა+”-ის დირექტორმა ტელეკომპანია “tv9” და რეგიონულ გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეს”განუცხადა ვახდენთ ციტირებას:ახალციხის გამგებელმა მას ტრაქტორი მოპარა და მთაში “ხალტურის”გასაკეთებლად წაიყვანა.ამავე სათაურით გავრცელდა სტატია სოციალურ ქსელებში რამაც მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც მოგვიანებით გაირკვა გუბერნიის ბალანსზე მყოფი “კამაცუ”-ს ტიპის ტრაქტორი რომელიც საკრებულოს სპეციალური მიმართვის საფუძველზე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა საგანგებო დავალების შესასრულებლად გაიგზავნა.ტრაქტორს სოფელ ურაველში გზიდან ხრამში გადავარდნილი ადგილობრივი მოსახლეობის თივით დატვირთული ავტომანქანა უნდა ამოეყვანა მომხდარი საგზაო შემთხვევის დროს საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თხოვნით მიმართავს ყველა მოქალაქეს თავი შეიკაონ მუნიციპალიტეტის მისამართით დაუზუსტებელი იმფორმაციის გავრცელებისაგან.მოქალაქე მამუკა ნასიძეს კი მოვუწოდებთ იმავე საშუალებით მოიხადოს ბოდიში როგორი საშუალებითაც არასწორი იმფორმაცია გაავრცელა.”