დღეს 12 საათზე, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან
შეკრებილ მოსახლეობას და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე შეუერთდა. მისი
ახალციხეში ჩამოსვლის მიზანი, როგორც მედიასთან საუბრისას განმარტა,
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავება და სოფელ ჭელაში
განვითარებული მოვლენები იყო. ,,აშკარა პოლიტიკურ გარჩევებთან გვაქვს
საქმე, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან მყარი პოზიციები და მათი
მიზანი იყო გამგებლის დაკავება, რათა შეეცვალათ პოლიტიკური განწყობა
რაიონში. მათ ისარგებლეს მინარეთის თემით, რათა გადაეფარათ ინფორმაცია
გამგებლის დაკავების შესახებ. არაერთგზის იყო შემოთვლები და
მუქარები, რომ თუ ის არ გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან მაშინ
დააკავებდნენ მას და მისცემდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში.
საქმე თითიდან გამოწოვილია, ამას მოწმობს, იუსტიციის
მინისტრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ადიგენი ბოლო ფორ
პოსტი იყო ნაციონალური მოძრაობისათვის. ბოლომდე გვერდში დავუდგებით
სიმონ პარუნაშვილს და ამ უკანონობას არ ვაპატიებთ
ხელისუფლებას”–განაცხადა ახალციხეში სტუმრობისას გიორგი ვაშაძემ.
დღეს 12 საათზე,
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ მოსახლეობას და
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს საპარლამენტო უმცირესობის
წევრი გიორგი ვაშაძე შეუერთდა. მისი ახალციხეში ჩამოსვლის მიზანი,
როგორც მედიასთან საუბრისას განმარტა, ადიგენის მუნიციპალიტეტის
გამგებლის დაკავება და სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები იყო.
,,აშკარა პოლიტიკურ გარჩევებთან გვაქვს საქმე, ნაციონალურ
მოძრაობას აქვს ძალიან მყარი პოზიციები და მათი მიზანი იყო გამგებლის
დაკავება, რათა შეეცვალათ პოლიტიკური განწყობა რაიონში. მათ
ისარგებლეს მინარეთის თემით, რათა გადაეფარათ ინფორმაცია გამგებლის
დაკავების შესახებ. არაერთგზის იყო შემოთვლები და მუქარები, რომ
თუ ის არ გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან მაშინ დააკავებდნენ
მას და მისცემდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. საქმე
თითიდან გამოწოვილია, ამას მოწმობს, იუსტიციის მინისტრის
განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ადიგენი ბოლო ფორ პოსტი იყო
ნაციონალური მოძრაობისათვის. ბოლომდე გვერდში დავუდგებით სიმონ
პარუნაშვილს და ამ უკანონობას არ ვაპატიებთ
ხელისუფლებას”–განაცხადა ახალციხეში სტუმრობისას გიორგი
ვაშაძემ.