საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი საკუთარ განცხადებაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავების ფაქტსაც ეხმაურება:
,,ამ შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, ადიგენის გამგებლის აბსურდული ბრალდებებით დაკავება, სიტუაციას რაიონში კიდევ უფრო დაძაბავს. მიმაჩნია, რომ ადიგენში სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა პირველ რიგში წარმოადგენს ხელისუფლების მცდელობას კონტროლი დაამყაროს ადიგენის რაიონზე, ერთადერთ რაიონზე სამცხე-ჯავახეთში, რომლის საკრებულოშიც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეადგენენ. აუცილებელია შეწყდეს რეგიონში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის დევნა და ისეთი მგრძნობიარე თემებით სპეკულირება, როგორიცაა დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ. მთავრობის ვალია დაკავდეს ადამიანთა პრობლემების მოგვარებით და მოახდინოს საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა”