დღეს 11 საათზე სამართალდამცავებმა ადიგენის
მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს. მის
წინააღმდეგ საქმე 332 და 342 მუხლებით აღიძრა, რაც
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ
ჩილინგარაშვილმა ახალციხეში გამართულ აქციაზე გაავრცელა.