ამ წუთებში,
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან 100–მდე ადამიანმა გზა
გადაკეტა. ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმი
მოსახლეობა ჭელაში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს.
აქციის მონაწილეებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს საპატრულო
ეკიპაჟს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭელაში დაკავებული 21 ადამიანიდან 9
მათგანი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. აქციის მონაწილეებს ამ
წუთებში ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ხვდება.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები ,,ექოს” გადამღები ჯგუფი
ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.