სამხარეო სამმართველოს წინ აქცია კვლავ მიმდინარეობს. აქტივისტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაახლოებით 60 ადამიანი შეუერთდა. ამ დროისათვის გათავისუფლდა კიდევ ორი პიროვნება. ისინი სოფელ ჭელაში მომხარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.
აქტივისტების განმარტებით, ისინი მხარდამჭერებს ბათუმიდან და ხულოდანაც ელოდებიან. მუსლიმი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სამხარეო სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიას იქამდე არ დატოვებენ, სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება.