ახალციხის სამხარეო
სამმართველოს წინ აქცია გრძელდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის 10–მდე
სოფლის მუსლიმი მაცხოვრებლები, ჭელიდან მინარეთს დემონტაჟში
ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ამ წუთებში მათ
მუნიციალიტეტის გამგებელი ესაუბრება.
აქტივისტები დაშლას არ აპირებენ. მათი თქმით, საპროტესტო გამოსვლას ისლამის მიმდევრები საქართველოს სხვადასხვა დასახლებიდან შეუერთდებიან. ისინი მინარეთის დაბრუნებასა და 11 ადამიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.