ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში
გველმა 60 წლის ქალბატონი დაკბინა.
“მე–9 არხი” დაზარალებულის ოჯახს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს 7 საათისათვის მოხდა. “გველმა ქვედა კიდურზე უკბინა და გაუკაწრა, რის შემდეგაც ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში გადავიყვანეთ და გადასხმები ჩაუტარდა. დღეს დილით კი სახლში გამოწერეს”–ამბობს დაზარლებულის ქალიშვილი ეკა ივანიძე.
ნაზიბროლა ზაზაძე ამჟამად სოფელ ორგორაში სახლში იმყოფება.
აღნიშნულთან დაკავშირებით “მე–9 არხი” ახალციხის ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა. ფატი ხაბულიანის თქმით, შემთხვევის შესახებ ცენტრში ინფორმაცია არ დაფიქსირებულა. ” ჩვენთან ინფორმაცია ჯერ არ შემოსულა. თუმცა თუ საჭირო გახდება, ჩვენ ყველა სამკურნალო საშუალება გვაქვს, იმისათვის, რომ პაციენტს დროული დახმარება აღმოვუჩინოთ”–განაცხადა “მეცხრე არხთან” საუბრისას ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
ფატი ხაბულიანის თქმით, მიმდინარე წელს ახალციხეში გველის კბენის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.