“ჩვენ გვახსოვს აგვისტოს ომი”–ამ დევიზით დღეს ახალციხის ცენტრალურ პარკში აქცია მოეწყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირთან” არსებულმა ახალგაზრდული ცენტრის ბავშვებმა, ქალაქის ცენტრში ომის ამსახველი პლაკატებით მსველეობა მოაწყვეს. მათ ცენტრალურ პარკში, საქრთველოც გამოსახეს. “გადავწყვიტეთ ჩვენი აქციით გაგვეხსენებინა ხუთი წლისწინ მომხდარი მოვლენები და პატივი მიგვეგო ომის დროს გარდაცვლილთა სულებისათვის. ჩვენ დავხატეთ საქართველოც, რაც იმის ნიშანია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მთლიანი და არა ოკუპირებული”– განუცხადა “მეცხრე არხს” ერთ–ერთმა მონაწილემ ვიქტორია ეგიანმა.
ღონისძიება “დემოკრატ მესხთა კავშირის” ორგანიზებით მოეწყო. “ჩვენი მიზანი იყო, ამ აქციით თანაგრძნობა გამოგვეხატა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების ოჯახებისათვის. ჩვენს ორგანიზაციასთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის ბავშვებმა, ერთ–ერთ სამუშაო შეხვედრაზე გააკეთეს აგვისტოს დღის სიმბოლოები, რომელიც დღეს ადგილობრივებს დაურიგეს”–ამბობს “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელი ნათია გელაშვილი.
დღესვე, ახალგაზრდებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა სულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.