“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი, დღეს ასპინძას ესტუმრა. დავით ბაქრაძემ მუნიციპალიტეტში ვიზიტი სოფელ საროდან დაიწყო, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
დავით ბაქრაძემ და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტარილ ლონდარიძემ ადგილობრივებთან საუბრისას, იმ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელიც მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის შეჩერებულია.
“ხელისუფლებისა და ოპოზიციის ვალდებულებაა, ერთმანეთთან ჩხუბს თავი დავანებოთ და მივხედოთ ადამიანებს, ვისაც უკვე ათი თვეა გაზის მილები სახლში აქვს დამონტაჟებული და ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობენ. ოპოზიციისა და ახალი პრეზიდენტის ამოცანა იქნება, რომ გააკონტროლოს მთავრობა და ხალხის პრობლემებზე იმუშაოს”–ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, სოფელ საროში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ასპინძაში, დავით ბაქრაძის ვიზიტის შესახებ დეტალები ნახეთ, დღეს “ექოს” მთავარ გამოშვებაში 21:30 საათზე.