ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საქართველოს მთავრობას
სტიქიის ზარალის შედეგების შესახებ, წერილობითი ფორმით 21
ივნისს აცნობა. თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. ადიგენი
ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ივნისის თვეში ორჯერ დააზარალა. სტიქიის
შედეგები ყველაზე მწვავედ უდის, კახარეთისა და
ზაზალოს მოსახლეობაზე აისახა. ივნისის დასაწყისში მოსულმა
ძლიერმა სეტყვამ სამი სოფლის მოსახლეობას სასოფლო–სამეურნეო
კულტურების 80% გაუნადგურა, რაც ჯამში 202 ათას ლარს შეადგენს.
ივნისში განმეორებით მოსულმა სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურაც.
ადიგენის გამგებელი ,,ექოსთან” განმარტავს, რომ სტიქიის
შედეგები მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ
შეისწავლა. სიმონ პარუნაშვილის თქმით მოშლილია მდინარის
ჯებირები, რის გამოც მოსახლეობას მდინარე ქვაბლიანის წყალი სახლებში
უვარდება. ,,დაზიანებულია სოფელ უდეში არსებული ხიდიც, რომლის
აღდგენისთვისაც დაახლოებით, 40 ათასი ლარია საჭირო, გამგეობის
სარეზერვო ფონდი კი ჯამში 45 ათას ლარს შეადგენს. დაბაში
სტიქიის შედეგად 80 ათასი ლარის ინფრასტრუქტურაა დაზიანებული, რომლის
რეაბილიტაციის საშუალებაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ
აქვს”–განმარტავს სიმონ პარუნაშვილი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საქართველოს მთავრობას
სტიქიის ზარალის შედეგების შესახებ, წერილობითი ფორმით 21
ივნისს აცნობა. თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. ადიგენი
ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ივნისის თვეში ორჯერ დააზარალა. სტიქიის
შედეგები ყველაზე მწვავედ უდის, კახარეთისა და
ზაზალოს მოსახლეობაზე აისახა. ივნისის დასაწყისში მოსულმა
ძლიერმა სეტყვამ სამი სოფლის მოსახლეობას სასოფლო–სამეურნეო
კულტურების 80% გაუნადგურა, რაც ჯამში 202 ათას ლარს შეადგენს.
ივნისში განმეორებით მოსულმა სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურაც.
ადიგენის გამგებელი ,,ექოსთან” განმარტავს, რომ სტიქიის
შედეგები მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ
შეისწავლა. სიმონ პარუნაშვილის თქმით მოშლილია მდინარის
ჯებირები, რის გამოც მოსახლეობას მდინარე ქვაბლიანის წყალი სახლებში
უვარდება. ,,დაზიანებულია სოფელ უდეში არსებული
ხიდიც, რომლის აღდგენისთვისაც დაახლოებით, 40 ათასი ლარია საჭირო,
გამგეობის სარეზერვო ფონდი კი ჯამში 45 ათას ლარს შეადგენს.
დაბაში სტიქიის შედეგად 80 ათასი ლარის ინფრასტრუქტურაა
დაზიანებული, რომლის რეაბილიტაციის საშუალებაც ადგილობრივ
ხელისუფლებას არ აქვს”–განმარტავს სიმონ
პარუნაშვილი.