ადიგენის მოსახლეობას ღორები ეხოცება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამ დროისათვის დაახლოებით 15 ღორი დაეცა. დაცემის მიზეზი მათთვის უცნობია. როგორც ადიგენის მკვიდრები ამბობენ, შინაურ ცხოველს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც ადგილობრივ ვეტერინარს მიმართეს. ჩატარებული ვაქცინაციის მიუხედავად ღორები მაინც დაიხოცა.რამ გამოიწვია შინაური ცხოველის დაცემა მოსახლობისთვის უცნობია.შინაური ცხოველის დახოცვის ფაქტები დაბა ადიგენში სამი დღის წინ დაფიქსირდა.
თემაზე „ექოს“ კორესპონდენტი მუშაობს. დეტალებს საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.