მოსახლეობამ სოფელ წირასთან მკვდარი ძროხა იპოვა. მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა ტელეკომპანია ,,მეცხრე არხში“ დღეს დარეკეს. სოფელში ვარაუდობენ, რომ პირუტყვის დაცემა დაავადებამ გამოიწვია. წირას მაცხოვრებლები შიშობენ, რომ სოფელში შესაძლოა შინაური პირუტყვი დაიხოცოს.
აღნიშნული ინფორმაცია ,,ექომ“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ სამმართველოს მიაწოდა. რეგიონული სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. როგორც ,,მეცხრე არხს“ სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სპეციალისტმა არტურ ხნკოიანმა განუმარტა მკვდარი პირუტყვი გახრწნის პირას იყო, თუმცა ანალიზების აღება მაინც მოხერხდა. მისი თქმით, სინჯები შესასწავლად ახალციხის ზონალურ –დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას გადაეგზავნება.
რამ გამოიწვია ცხოველის დაცემა, ამაზე ამ დროისათვის სპეციალისტები ვერ საუბრობენ. ვის ეკუთნვოდა შინაური პირუტყვი ჯერჯერობით ესეც გაურკვეველია.