ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებმა
გამგეობაში პროექტები წარადგინეს, რომელიც დღესვე რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
სამინისტროში წარსადგენად 24 პროექტია მომზადებული.
ახალციხის გამგეობაში, ძირითადად დიდთანხიანი პროექტები შეირჩა. მცირე
თანხიანებს კი –ადგილობრივი ხელისუფლება განახორციელებს. აღნიშნულ
პროექტებში ის პრობლემები შევიდა, რომელიც სოფლის მოსახლეობას ყველაზე
მეტად აწუხებს. ამის თაობაზე დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის
გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე იმსჯელეს, რომელსაც დღეს გამგებლის
მოადგილე თამარ გოგოლაძე გაუძღვა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე სასოფლო სამეურნეო ბარათებზეც ისაუბრეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით,
ბარათებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ
რწმუნებულებს სოფლის მაცხოვრებლების ინფორმირება დაევალა.
თათბირზე, ასევე, განიხილეს სოფელ ანში ბრუცელოზის გავრცელების
საკითხიც. ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს მიერ ხელშეკრულება
მზადდება, რომლის საფუძველზეც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები
სოფლებში საქონელს ანალიზს აუღებენ.