ახალციხის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები ანაზღაურების ჩარიცხვის დაგვიანებაზე საუბრობენ. მასწავლებლები მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს. როგორც პედაგოგები განმარტავენ, სკოლას ხელფასის გასაცემად ვაუჩერული სისტემით 90 პროცენტი ჩაერიცხა, დანაკლისი კი სამინისტროს უნდა აენაზღაურებინა. იანვრის თვეში მათ ხელფასების გასაცემად 2518 ლარი დააკლდათ. სამინისტროს მიერ დანარჩენი თანხის გადმორიცხვა კი პედაგოგთა მტკიცებით ამ დრომდე არ მომხდარა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მასწავლებლებს დახმარებას დაპირდა. ბესიკ ხითარიშვილის განცხადებით, შესაბამის სტრუქტურებში დარეკვის შემდეგ გაარკვა, რომ სამინისტრო ხელფასების დანამატს დაახლოებით 10 დღეში გადმორიცხავს.
ახალციხის მეორე საჯარო სკოლა დეფიციტურია და აქ 365 მოსწავლე ქართულ და რუსულ სექტორებზე სწავლობს.