დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ,,ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო–საანგარიშო შეხვედრა გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.
კომპანიის წარმომადგენლებმა ,,ფონდი ნატახტარის“ პროექტ ,,იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში, მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმების კუთხით, ხუთი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტის მიზანია, რომ მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის განათლებით, სამსახურით, საცხოვრებლის უზრუნველყოფით მოამზადოს.