შინაგან საქმეთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი სოსო მელიქიძე პროფესიული მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის დააჯილდოვა. ჯილდო მას 2 ივნისს პოლიციის დღეს გადაეცა.
გიორგი მღებრიშვილმა, თბილისში , პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სამინისტროს გამორჩეულ თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, ვადამდელი წოდება მიანიჭა, სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები პირადად გადასცა.
სოსო მელიქიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კუთვნილი ავტომობილით ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. დღეისათვის იგი ეტლით გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში სამსახურებრივი მივლინებით, მუშაობას აგრძელებს.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, სპეციალურად მისთვის ადაპტირებული სამუშაო პირობები შექმნა. გაკეთდა პანდუსი, კოლეგები კი მას გადაადგილებაში ეხმარებიან.
სოსო მელიქიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2009 წლიდან მუშაობს.
თიკო კურტანიძე