17
მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვისა და ჰომოფობიასა
და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ვარდების მოედანზე სასულიერო პირები, ჩოხოსანთა საზოადოების წევრები
და მრევლი შეიკრიბა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, აწყურის
ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები
გაივლიან რუსთაველის გამზირს და ხატს სამების საკათედრო ტაძარში
მიაბრძანებენ. მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს და ოჯახის სიწმინდის დღეს
მიულოცავს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.
17მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ, ორი წლის წინ,
საქართველოს პატრიარქმა გამოაცხადა.
დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეცაა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება. თარიღის აღნიშვნა მსოფლიოში, 2004 წლიდან დაიწყო.
საქართველოში, 17 მაისი უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება.
წელს ლგბტ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ საჯარო შეკრებას არ
გამართავდნენ, მათი თქმით, მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მათთვის
უსაფრთხოების გარანტიების ვერმიცემაა. მიუხედავად ამისა,
დღეს
სამართალდამცავებმა, თბილისში, ადმინისტრაციული შენობების იერსახის
დამახინჯების ბრალდებით, 10 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით,
ისინი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები არიან.
დაკავებულებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა,
მათ შორის საპატრიარქოს კედლები. ისინი ძირითადად ცისარტყელას
ხატავდნენ.