ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებზე 2016 წელს პრემიები და დანამატი გაიცა. “მეცხრე არხის” მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული პრემია 81 850 ლარს შეადგენს, შტატგარეშე თანამშრომლებზე – 3 170 ლარს.
რაც შეეხება 2016 წელს ახალქალაქის საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს, თანხამ 29 210 ლარი შეადგინა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებმა 1 390 ლარის პრემია მიიღეს.
დოკუმენტის თანახმად, ახალქალაქის გამგეობა–საკრებულოში დანამატი გაიცა მხოლოდ ერთჯერ, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, რომელმაც ჯამში 1 500 ლარი შეადგინა.
მთლიანად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გაცემული პრემია–დანამატების საერთო ჯამი 117 120 ლარია.
თიკო კურტანიძე