აწურში, სლესის ციხესთან, მდინარის ნაპირზე ავტომობილი გადავარდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვეღად დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა.
“მეცხრე არხის” ინფორმაციით, ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ქალის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სოფელ აწყურში ახალციხის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელის ელგუჯა ჯვარიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით მამაკაცს ვერ პოულობენ.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
თიკო კურტანიძე