COVID19
სათამაშო ბიზნეს-კომპანიები COVID19-ის წინააღმდეგ ერთიანდებიან (R)
Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები:კროკობეთი აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, და ბეთლაივი ) მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება გამოეყოთ ჯამში 1 000 000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს საქართველოში კორონავირუსის (Covid19) წინააღმდეგ ბრძოლა.
აღნიშნული თანხა მიემართება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
Covid 19-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და საჭირო რეკომენდაციების მისაღებად შეიქმნილია სპეციალური ვებგვერდი: stopcov.ge, სადაც უწყვეტად თავსდება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიება და სიახლე, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები.
გააზიარეთ :