COVID19
კორონავირუსის შედეგები და მსოფლიო
კორონავირუსის ისტორიაში, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ 20 მარტი შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებით რთული ეს დღე იტალიისთვის აღმოჩნდა.

მხოლოდ, 20 მარტის მონაცემებით, იტალიაში, დაინფიცირდა 5 986 და გარდაიცვალა 627.

ესპანეთი - 2 335 და 213
ირანი - 1 237 და 149
აშშ - 3 940 და 23
საფრანგეთი - 1 617 და 78
შვეიცარია - 1 185 და 13
დიდი ბრიტანეთი - 714 და 33
თურქეთი - 670 და 9
ჰოლანდია - 534 და 30
ბელგია - 462 და 16
შვედეთი - 200 და 5
დანია - 104 და 3.

შეგახსენებთ, რომ აქ მხოლოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც 24 საათში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100- ს გადააჭარბა.

საქართველოს დროით, 21 მარტის 11: 30 საათისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯამში 276 665 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 11 419 გარდაიცვალა, ხოლო 91 954 გამოჯანმრთელდა.
| Print |