COVID19
მსოფლიოში დაინფიცირებულთა რიცხვი 96 ათასამდე გაიზარდა
22 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი თითქმის ოთხი ათასით გაიზარდა.

საქართველოს დროით, 14:00 სთ მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი აშშ-შია და 46-ს შეადგენს, 6 - 6 ჩინეთსა და ფილიპინებში. სულ, მხოლოდ 22 მარტს COVID19 -ით 64 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში, დაინფიცირდა 3 730 ადამიანი დაინფიცირდა.

საქართველოს დროით, 22 მარტის 14: 00 საათისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯამში 308 720 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 13 071 გარდაიცვალა, ხოლო 95 834 გამოჯანმრთელდა.
| Print |