COVID19
ბაკურიანში, საკარანტინე პერიოდს 250 პირი გადის
,,ბაკურიანის სამ სასტუმროში, საკარანტინე პერიოდს 250-მდე პირი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთ მათგანს არ აღენიშნება საეჭვო ნიშნები და მითუმეტეს, ბაკურიანის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება" - აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მერის მოვალეობის შემსრულებელი. დავით ზაალიშვილის თქმით, ეს პირები სხვადასხვა საბაჟოდან და აეროპორტებიდან შემოსული მოქალაქეები არიან.

პრემიერ-მინისტრმა, 22 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბაკურიანის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება. გიორგი გახარიას კითხვა აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებმა დაუსვეს.

,,არა, არ დავადასტურებ! საკარანტინე ზონა ნიშნავს სპეციალურ ღონისძიებებს იმისათვის, რომ დაცული იყოს კონკრეტული ტერიტორია ფიზიკურად შესვლისგან და გამოსვლისგან და ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს ბაკურიანთან დაკავშირებით" - განაცხადა გახარიამ.


მოსაზრება ამის შესახებ, მას შემდეგ გაჩნდა  როცა საკარანტინე ზონა ბაკურიანის ორ სასტუმროშიც მოეწყო. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების ნაწილი სავალდებულო საინკუბაციო პერიოდს სწორედ ბაკურიანში გაივლის.
| Print |