მესხეთის თეატრის მსახიობი, კორონავირუსით, ესპანეთში გარდაიცვალა
73 წლის სერგო მელაძე, რომელიც ოჯახთან ერთად წლების მანძილზე ესპანეთში ცხოვრობდა, კორონავირუსით, ესპანეთში, დღეს გარდაიცვალა.
ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სერგო მელაძე წარმოშობით წალენჯიხიდან იყო.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა.
მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.