COVID19
მარნეულში პრობლემური კონტაქტების რაოდენობა1700-მდე გაიზარდა - აკაკი ზოიძე
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს შეხვდნენ, შეხვედრაზე ექსპერტებთან ერთად განხილული იყო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიოში.

როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, მარნეულში ინფიცირებული ქალის კონტაქტები 1700-მდე აღწევს, მიმდინარეობს მათი შესწავლა და რამდენიმე მათგანის ტესტირება უკვე განხორციელდა და შედეგები უარყოფითია.

„მარნეულში და ბოლნისშია პრობლემურია კონტაქტების რაოდენობა - არის 1700-მდე. მათი გამოკვლევა და იზოლაცია იქნება საჭირო, მხოლოდ ტესტირებას არ ექნება აზრი. თუ გახდება საჭირო, ჩატარდება მკურნალობის კურსიც", - აცხადებს აკაკი ზოიძე.

„კურაციოს“ ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული გამოცდილება განიხილეს და ამის მიხედვით მომზადდება გეგმა.

„ჩვენი მიზანი არ იყო გეგმის დასახვა - ჩვენი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება. გვაქვს ამის გამოცდილება და მოვამზადეთ ერთობლიობა მისი", - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხევაა დაფიქსირებული, აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კარანტინში კი იმყოფება 3320 ადამიანი.ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს შეხვდნენ, შეხვედრაზე ექსპერტებთან ერთად განხილული იყო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიოში.

| Print |