COVID19
საქართველოში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 3 320 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 235 ადამიანი გადის. 61 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.
| Print |