COVID19
დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 360 ათასამდე გაიზარდა
23 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი თითქმის 50 ათასით გაიზარდა.

საქართველოს დროით, 20:00 სთ მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ესპანეთშია და 434-ს შეადგენს, 127 - ირანში, 48 - აშშ-ში. სულ, მხოლოდ 23 მარტს COVID19 -ით 795 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებში, ამ დრომდე არ არის ასახული იტალიის მონაცემები.

ბოლო 30 საათში, დაინფიცირდა 50 015 ადამიანი დაინფიცირდა.

საქართველოს დროით, 22 მარტის 20:00 საათისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯამში 358 735 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 15 433 გარდაიცვალა, ხოლო 100 645 გამოჯანმრთელდა.
| Print |