COVID19
ბაკურიანში პანიკის საფუძველი არ არსებობს - დავით ზაალიშვილი
კორონავირუსის საფრთხის პრევენციის მიზნით, ბაკურიანში სამ სასტუმროში საკარანტინე სივრცე მოეწყო. ,,ბაკურიანი ინნ", ,,ვილა პალასი" და ,,კრისტალი" ჯამში 268 პირს მასპინძლობს. 

,,ეს ადამიანები სათითაოდ არიან ნომრებში განთავსებულნი, მიმდინარეობს დაკვირვების მომენტი, რომ სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, ვინმეს რამე არ გადაედოს. სასტუმრო ინში 145, ვილა პალასში - 75, ხოლო კრისტალში - 48 მოქალაქეა მოთავსებული" - აცხადებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი.

ისინი ძირითადად საქართველოს სხვადასხვა საბაჟოდან და აეროპორტიდან შემოსული მოქალაქეები არიან.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ბორჯომში მათი რაოდენობს 34-ია.

| Print |