კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ამ დროისთვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.
აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებული და კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.