COVID19
საქართველოში კორონავირუსი მეცხრე პაციენტმა დაამარცხა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული 5-ივე ახალი შემთხვევა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია და ამერიკულ კლასტერს უკავშირდება.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ 1 დაემატა, რომელსაც გუშინ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და დღეს ის, სავარაუდოდ, სამედიცინო ცენტრს დატოვებს.

"ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 66 დადასტურებული შემთხვევა. ამ 66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული შემთხვევა. ანუ გუშინ მე მოგახსენეთ, რომ 35 გვქონდა დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ დაგვემატა 5 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრს გარეთ COVID-ის მიმღებ ცენტრებში არის ჯამურად 26 დადასტურებული შემთხვევა.

ამ 40 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე გაჯანმრთელებული და გაწერილი არის 8. ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი და ამ 32-შიც 1 გაჯანმრთელებული კვლავ გვრჩება, უბრალოდ გუშინ კიდევ რაღაც გადამოწმება სჭირდებოდა მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს ალბათ ეს მე-9 პაციენტიც დატოვებს ცენტრს. გამოდის, რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე,

ეს ჩვენი ხუთივე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსულები იყვნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, სხვადასხვა დროს ჩამოსულები იყვნენ. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურის და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს ჩვენ, ეს გუშინ მოხდა დღის განმავლობაში. გუშინ ჩვენთან დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ამ 16 პაციენტიდან 5-თან მივიღეთ დადასტურებული, რომლებიც უკვე ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ,
" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
| Print |