COVID19
უსაფრთხოა თუ არა მრავალჯერადი ნიღბები?
,,მრავალჯერადი დამცავი პირბადე” - გვიცავს თუ არა რეალურად კორონავირუსისგან და როგორია ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია? - სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პედიატრი და ინფექციონისტი ნესტან უშხვანი ამბობს, რომ მრავალჯერადი პირბადეების გამოყენების პრაქტიკა ადრეც იყო.

,,მრავალჯერადი ნიღბები ადრეც იყო, ვიკერავდით, ვხარშავდით, ვაუთოვებდით და ვიყენებდით ხშირად, მაგრამ იმ ტიპის პირბადის შეკერვას, რომ მინიმუმ ქირურგიული სტანდარტი დააკმაყოფილოს, უნდა ცოდნა. მინიმუმ შეიკეროს იმ ქსოვილისგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას (ხარშვას, დასტერილებას). ესეც გამოუვალ შემთხვევაში , შეიძლება ამით ჩანაცვლდეს ე.წ ქირურგიული ნიღბები და არა ეს ახალი “ტრენდული face mask”-ები. (სახის ნიღბები). ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის რომ ჯანდაცვის სამინისტროდან ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია ან რეკომენდაცია არ მიგვიღია" - განმარტავს ინფექციონისტი ნესტან უშხვანი.

მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, ხალხის მასა, რომელსაც ჰგონია, რომ ივლის უდარდელად იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პირბადე “ჩაიგდო ხელში” ეს არის აბსურდი.

სპეციალისტების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ საუბარია არა ნერწყვის წვეთებზე, არამედ მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებზე. როგორც წესი, მომხმარებლები ყველაზე დაბალი კლასის დამცავ ნიღბებს ყიდულობენ – FFP1-ს (არის კიდევ FFP2 და FFP3). ასეთი ნიღბები იოლად ატარებს ინფიცირებულ ნაწილაკებს როგორც ქსოვილში, ისე გვერდებიდან – იქიდან, სადაც დამცავი ფენა სახეს მჭიდროდ არ ეკვრის.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფექციონისტი მაია ჯანაშია წერს, რომ მრავალჯერადი ნიღბების გამოყენების შესახებ წერს, რომ მომხმარებელს ის უფრო ათბობს, ვიდრე იცავს.

,,ისინი ძირითადად სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, იმისთვის, რომ ოპერაციის დროს ქირურგს სახე არ დაესვაროს. გარდა ამისა, ასეთი ნიღბების ტარება შეუძლიათ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს, რომ გარშემომყოფები ნერწყვის წვეთებისგან დაიცვან. იმავდროულად, თუ ამ ნიღაბს ორ საათში ერთხელ არ გამოცვლიან, ინფექციის გავრცელების რისკი მხოლოდ გაიზრდება – ამ ხნის განმავლობაში ნიღაბზე იმაზე მეტი ვირუსი გროვდება, ვიდრე უბრალო ამოსუნთქვის დროს.

გაცილებით ეფექტური გზაა: სოციალური დისტანცია, ხელის დაბანა და შეგნება, რომელიც წმინდა ქართული მენტალიტეტით კრიზისშია. გთხოვთ მეტი ყურადღება, მეტი პასუხისმგებლობა”
- წერს მაია ჯანაშია.
| Print |